მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისიის დასკვნა ზუსტად 4 დღეში გამოქვეყნდება. იქამდე კი აღნიშნული საკითხი პოლიტიკური განხილვების მთავარი თემაა. ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ დასკვნა მუხლობრივად იქნება განხილული, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერი გაუკეთებია. ამ შეფასების მიუხედავად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რადგან ქართველი ხალხის მიზანი ევროკავშირის წევრობაა.