პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებს ხელი მოაწერა - როგორ გამოეხმაურა პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას - Palitra News

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებს ხელი მოაწერა - როგორ გამოეხმაურა პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას

2023-11-04 11:43:28+04:00

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებს ხელი მოაწერა, რითაც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში უკვე გამოეხმაურნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, რადგან, როგორც თავად ამბობენ, აღნიშნული ცვლილებები მედიის უფლებებს პირდაპირ ზღუდავს.