იპოდრომის ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გასხვისება დღეს აქციით გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა - “იპოდრომი - უბეტონო მხარე”. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, იპოდრომის ეს ნაწილი „სარეკრეაციო ზონა ერთის“ სტატუსს ატარებს და აღნიშნულ ლოკაციაზე ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. მოძრაობაში ასევე აღნიშნავენ, რომ არსებული ეჭვი, ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის - ტყის მხარის განადგურებაზე, მას შემდეგ დადასტურდა, რაც „ვისოლ ჯგუფი“ დიდი ტერიტორიის მფლობელი გახდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სოსო ფხაკაძემ უკვე არაერთელ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს.