შეშფოთებული ვარ ღაზაში ალ შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების მანქანებზე განხორციელებული შეტევით, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისივე თქმით, „საავადმყოფოს გარეთ, ქუჩაში მოფენილი ცხედრების ნახვა შემზარავია“.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეტევა დაადასტურა და განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს „ჰამასი“ იყენებდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონაზე ისრაელის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაშავდა.