აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ქვეყანას ომის დაწყებიდან მესამედ ეწვია. სახელმწიფო მდივანმა, ისრაელის პრეზიდენტთან, ისაკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა რომ ისრაელს იმის უფლება და ვალდებულება აქვს, რომ საკუთარი თავი დაიცვას და ყველაფერი გააკეთოს, რათა დარწმუნდეს, რომ 7-ი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება. ბლინკენის განცხადებით, ისიც მნიშვნელოვანია თუ როგორ გააკეთებს ამას ისრაელი. ქვეყნის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ბლინკენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოქმედებს. ლიდერებმა ასევე მძევლების საკითხზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ტყვედ ჩავარდნილი მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.