ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ, მიმდინარე ომზე პირველად ისაუბრა. ის ამბობს, რომ ალ-აქსას ოპერაცია 100-ი %-ით პალესტინელებმა განახორციელეს. მისივე თქმით, მათ, ვისაც რეგიონული ომის თავიდან აცილება უნდა, ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. მანვე აღნიშნა, რომ პალესტინაში ბოლო წლებში უკიდურესად მძიმე ვითარება იყო, ჰამასის ოპერაციამ ისრაელთან ბრძოლაში კი ახალი ისტორიული ეტაპი შექმნა. ნასრალას თქმით, „ჰეზბოლა“ ყველაფრისთვის მზადაა და არც აშშ-ის მიერ განლაგებული საზღვაო ხომალდების ეშინია. „ჰეზბოლას“ მეთაური აცხადებს, რომ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ახლა იმ მიზნების დასახვაა, რასაც ვერ მიაღწევს.