უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბოს სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს. სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ადგილზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძეც მივიდა. მან ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ.