მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა, “ფართოდ გაიღოს კარები” და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
“მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს.
მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.
ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.