რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აშშ-ს უკრაინაში ელიტების შეცვლა სურს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ პალატასთან საუბარში განაცხადა.
“იქ [უკრაინაში] კორუფცია ფაქტობრივად დაკანონებულია. რატომ ცდილობენ ამერიკელები ახლა ამ კორუფციასთან ბრძოლას და არაფერი არ გამოდის? ვფიქრობ, არც გამოვა. ახლა ელიტების ცვლილება ჩაიფიქრეს - ეკონომიკურის, პოლიტიკურის. ყველაფერი ისევ ისე იქნება”, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მსგავსი პრობლემები რუსეთშიც არსებობს, მაგრამ “ისინი უნდა გადავლახოთ.”
“ჩვენ რუსეთშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, ჩვენ რუსეთში და ყველგან მსოფლიოში, კორუფციას ვებრძვით, მაგრამ ის, თუ როგორ ცხოვრობდა უკრაინა უკრაინული კორუფციის პირობებში - მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს, გარწმუნებთ…
შეგიძლიათ დამიჯეროთ, ხომ ახლოს ვკონტაქტობდი [უკრაინის] ყოფილ ხელმძღვანელებთან. ფსონია ყველაფერზე! უმაღლეს სასამართლოში ხმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაზე. “ამას მოვაგვარებთ, ეს ამდენი ეღირება”, - ამას სახელმწიფოს პირველი პირები მეუბნებოდნენ! ყბა მივარდებოდა”, - განაცხა პუტინმა.