კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩატარებული გამოძიების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.
დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: მათ შორისაა არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა და დამამძიმებელ გარემოებებში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის თვეში შემოვიდა.