უკრაინაზე ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები გრძელდება. რუსებმა ხარკოვსა და მის შემოგარენზე მასიური იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად, ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსს, ავტოგასამართ სადგურს და ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა. ხანძრის ყველა კერა უკვე ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაიღუპა. გარდა ამისა, ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში, სარაკეტო იერიში რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე მიიტანეს. ფრონტის ხაზზე კი ჯამში 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტრბმა 4 სარაკეტო და 44 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 59-ჯერ გაისროლეს. ამავდროულად, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში რთული ვითარებაა. ქვეყნის გენშტაბის ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ავრძელებს.