ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ბერლინში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. აღნიშნულ საკითხს ქართულ ოპოზიციაში უკვე გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ ევრორეკომენდაციები ამ დრომდე არ შეასრულა.