პროკურატურამ „ავერსის“ კლინიკიდან, 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და ავტომობილის კარები სათანადოდ არ ჩაკეტა, რითაც სამმა პატიმარმა ისარგებლა. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.