50 ოპოზიციონერი დეპუტატი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი რეზოლიციით მიმართავს. საპარლამენტო ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით და დასავლეთს მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს. ოპოზიციის განცხადებით, მიუხედავად სურვილისა, რეზოლუციის ტექსტს მმართველი პარტია არ უერთდება, მის განხილვას კი განგებ აჭიანურებს.