ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე ტაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით სექტორი კიდევ 100-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ ეგვიპტეში ღაზადან 450-ზე მეტი ადამიანი შევიდა. მათ შორის 330 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 80-ზე მეტი კი დაშავებული ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პალესტინელია. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებების დაწყების შემდეგ სულ მცირე 1 400 ისრაელელი დაიღუპა, პალესტინის ოფიციალური წყაროები კი აცხადებენ, რომ მსხვეპრლის რიცხვმა ღაზას სექტორში 9 000-ს გადააჭარბა, მათ შორის 3 700 ბავშვია. მათი თქმით, დაშავებულია სულ მცირე 32 000 ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სახმელეთო ძალებსა და „ჰამასს“ შორის შეტაკებას ტერორისტული დაჯგუფების ათობით წევრი ემსხვერპლა.