ქალაქ ღაზას ალყაში ვაქცევთ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის სამხედროები უკვე ქალაქ ღაზაში იმყოფებიან და რამდენიმე მიმართულებიდან ურტყამენ ალყას.
“ომში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურს მივაღწიეთ. [ისრაელის] ძალები ჩრდილოეთ ღაზას შუაგულში არიან, ქალაქ ღაზაში მოქმედებენ, ალყაში აქცევენ, და [სახმელეთო ოპერაციას] აღრმავებენ”, - განაცხადა ჰალევიმ.
მან აღნიშნა, რომ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქის ბრძოლებში არიან ჩართულნი.
“სახმელეთო ძალების თან ახლავთ ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, ციდან და ზღვიდან ცეცხლი. ეს პარტნიორობა ბრძოლას გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის,” - განაცხადა ჰალევიმ.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში უკვე 18 ისრაელის ჯარისკაცი გარდაიცვალა.