ომი “პოზიციური” ხდება, აქედან გამოსავალია უკრაინას მტერზე ყველაფერში უპირატესობა ჰქონდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ მის სტატიაში წერს.
“უკრაინამ არა მხოლოდ გააჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის: იმაში, რასაც ჩვენ, სამხედროები, “პოზიციურ” ომს ვეძახით, რომელიც სტატიკური და დამქანცავი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს არგებს, ვინაიდან საშუალებას მისცემს საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინოს, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავად სახელმწიფოს”,-წერს ზალუჟნი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, “პოზიციური” ომი დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, ხოლო აქედან გამოსავალი მხოლოდ მტერზე ყველაფერში უპირატესობის ქონა იქნება, კერძოდ კი “უპირატესობა ცაში, რადიოლოკაციური ბრძოლისა და არტილერიის საწინააღმდეგო ბრძოლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი რეზერვების მობილიზებისა და გაწვრთნის შესაძლებლობები”.
“ახალ, ინოვაციურ მიდგომებს შეუძლიათ ეს ომი კვლავ პოზიციურიდან მანევრირებადად აქციონ”,-წერს ზალუჟნი.