საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის წინასწარი დასკვნის გამოქვეყნებამდე 1 კვირა დარჩა. ოპოზიციაში კი ისევ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს მაინც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივას არ დაკარგავს და კანდიდატის სტატუსს მიიღებს. როგორც ისინი აცხადებენ, ქართველმა ხალხმა აღნიშნული სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა.