თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით უკრაინისთვის და პალესტინისთვის სხვადასხვა სტანდარტების არსებობა არ შეიძლება. ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის გარშემო გაერთიანდა, მაგრამ ღაზას ბედზე დუმს. ფიდანი ხაზს უსვამს, რომ თუ ქვეყნებს სამართლიანი სამყარო სურთ, ყოველთვის პრინციპულად და თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ.