კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის ძებნა  გრძელდება - მათ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოუწოდებს, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ - Palitra News

კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის ძებნა  გრძელდება - მათ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოუწოდებს, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ

2023-11-01 20:01:56+04:00

კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის ძებნა გრძელდება. პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს გაქცეულების კვალზე გასვლას. ავერსიდან გაქცეულ 3 პატიმარს, რომლებიც კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე ჰყავდათ გადაყვანილი და დაწესებულებიდან გაქცევა მოახერხეს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოუწოდებს, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. რა დეტალები ხდება ამ დროისთვის ცნობილი ჩემი კოლეგა მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.