ქართული ოცნების თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან გაერთიანებაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ და ნინო ლომჯარიასთან გაერთიანებას გეგმავს. ამ განცხადების საპასუხოდ ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება სალომე ზურაბიშვილს. ოპოზიციაში კი კობახიძის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ და პრეზიდენტთან რაიმე სახის გაერთიანებას გამორიცხავენ. თემაზე ვრცლად სალომ ჯაფარიძე ისაუბრებს.