დაპირისპირება გარდაბანში - ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის საკრებულოს წევრი და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ - Palitra News

დაპირისპირება გარდაბანში - ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის საკრებულოს წევრი და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ

2023-10-31 19:20:51+04:00

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გარდაბნის საკრებულოში. ფიზიკური დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდაბნის საკრებულოს წევრსა და ქართული ოცნების წევრებს შორის მოხდა. ოპოზიციონერი დეპუტატი კლინიკაში გადაყვანეს. დაპირისპირება სოფელ ქესალოში არსებული საჯარო სკოლის ტერიტორიის გასხვისებას მოჰყვა. ცნობილია რომ ქართულმა ოცნებამ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.