მმართველი გუნდის მამაკაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა, დღეს არაერთხელ მოხდა. თავდაპირველად სექსისტური განცხადებები ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ანი წითლიძის მისამართით ალუდა ღუდუშაურმა გააჟღერა, ამის შემდგომ კი თვადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პირდაპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ და აღნიშნეს რომ ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. აღნიშნული მოვლენების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში სიტუაცია დეპუტატებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები საკანონმდებლო ორგანოში და რა შეფასებები კეთდება ქართული ოცნების მამაკაცი დეპუტატების მიერ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.