ომის 24-ე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასი სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. Cnn-ის ინფორმაციით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. ჰამასმა 30 რაკეტა გაისროლა ისროლის ქალაქ ნეტივოტის მიმართულებითაც. რაკეტების უმრავლესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. პარალელურად მძიმე ვითარებაა ღაზაშიც, ისრაელმა სამხედრო მოქმედებები გააძლიერა. სახმელეთო ოპერაციის შედეგად, თავდაცვის ძალების ინფორმაციით ჰამასის ათობით მებრძოლია მოკლული. ლიკვიდირებულია ასევე, ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებელიც. გაერო ღაზაში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობს. ღაზაში, დატვირთული კიდევ 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, თუმცა საერთაშორისო ლიდერების თქმით ეს საკმარისი ჯერ კიდევ არ არის. როგორია ვითარება ისრაელში, რას ამბობენ ისრაელში მცხოვრები ქართველები და როგორ ეხმაურებიან მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ლიდერები, თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება