საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს სიტყვა არ დაასრულებინეს და სიგნალი გათიშეს. როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი განსახილველი საქმის ფარგლებს გასცდა და არ დაექვემდებარა მოსამართლის მოწოდებებს. სააკაშვილის სიტყვის შეწყვეტას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც სხდომა ყველა დამსწრეს დაატოვებინეს. მომხდარის გამო, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.