არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ არ იძიებს და ნაბიჯებს არ დგამს სანქცირებული პირების წინააღმდეგ, არამედ მათ ხელს აფარებს. კიდევ რაზე ისაუბრეს მესამე სექტორისწარმომადგენლებმა და როგორია საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან გამოხმაურებები, ცარო კირვალიძის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გავიგებთ.