როდის აპირებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის რიგით მეოთხე ვეტოს დაძლევას. ვეტოს დაძლევა, რომელიც პრეზიდენტმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაადო, დიდი ალბათობით მიმდინარე სასესიო კვირას მოხდება. აღნიშნულ საკითხს დღეს როგორც ოპოზიციონერი ასევე მმართველი გუნდის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა კვლავ ერთხმად დაგმეს ვეტოს დაძლევის საკითხი. თავისმხრივ მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ ვინც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეწინაარმდეგება მას ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც შესაძლოა ერთ-ერთი განხილვის თემა სწორედ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი იყოს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.