კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ციფრული და მედიაწიგნიერების განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, მედიაგანათლების ლაბის დამფუძნებელი და მედიის კვლევებისა და განათლების დარგში 12 წიგნის ავტორი, ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, სპეციალური მოწვევით საქართველოში ჩამოიყვანა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, განხილული იყო მედიაწიგნიერების მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, პროფესორისთვის კითხვები დაესვათ.