პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ჩვენებას ერთი მოწმე - გამომძიებელი მისცემს. ამას გარდა, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.