ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება - Palitra News

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

2023-10-30 15:24:05+04:00

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ჩვენებას ერთი მოწმე - გამომძიებელი მისცემს. ამას გარდა, გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს.