მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საასამართლო პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობა უფლებადამცველებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც მოსამართლემ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას გათიშა, ვინაიდან ის კოჭლამაზაშვილის თქმით, „გლობალურ საკითხებზე საუბრობდა და არა საქმის გარშემო“. სწორედ ამიტომ ბექა ბასილაიამ დარბაზში განაცხადა, რომ მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება აღარ აქვს.