საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე. წ აგენტების კანონის გაპროტესტების შესახებ გამართული აქციების დაშლისას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მიუთითებს. არასამთავრებო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და სამართალდამცავთა მხრიდან კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით. . ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მარტის აქციების დროს დემონსტანტების დაშლის საფუძველი არ არსებობდა.