მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. ვეტოს დაძლევა, რომელიც პრეზიდენტმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დაადო, დიდი ალბათობით მიმდინარე სასესიო კვირას მოხდება. საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებმაც კვლავ ერთხმად დაგმეს ვეტოს დაძლევის საკითხი. თავისმხრივ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ვინც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, მას ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურს.