ომის 24-ე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. „ჰამასი“ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. ამავდროულად, მძიმე ვითარებაა ღაზას სექტორშიც, სადაც ისრაელმა სამხედრო მოქმედებები გააძლიერა. გაერო, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საშუალებებით დატვირთული კიდევ 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა. ჰამასის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის მიერ საპასუხო დაბომბვის შემდეგ პალესტინაში 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ლიდერები ისრაელის დასახმარებლად ახალ გეგმებს აანონსებენ.