დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში, უბედური შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა - Palitra News

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში, უბედური შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2023-10-30 12:04:02+04:00

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში, უბედური შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სკვერში ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.