დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში, უბედური შემთხვევის შედეგად, 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, სკვერში ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ მცირეწლოვანს დაეცა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.