დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში მომხდარი შეტაკების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი პალესტინელის, მათ შორის ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებლის, ვიამ ჰანუნის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო პორტალი WAFA ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ყალკილიაშიც.