„შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაძლევს. მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.”ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს, დესტაბილიზაციის ხელშეწყობად მიიჩნევს .მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვეტოს კანონისა და რეგლამენტის დაცვით განიხილავენ.