ომის 24-ე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. „ჰამასი“ სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. ამავდროულად, მძიმე ვითარებაა ღაზას სექტორშიც, სადაც ისრაელმა სამხედრო მოქმედებები გააძლიერა. გაერო, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობს. გასულ დღეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საშუალებებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა, თუმცა საერთაშორისო ლიდერები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი ჯერ კიდევ არ არის. „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის საპასუხო დაბომბვის დაწყების შემდეგ პალესტინაში 8000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.