როგორ შეასრულა 12 რეკომენდაცია საქართველომ - ამ კითხვას პასუხი ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაეცემა. შეფასების დოკუმენტის გასაჯაროებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციაში სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინი აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ რეფორმების გატარების ნაცვლად, ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმის გზა აირჩია, ეს კი ევროინტეგრაციას ვერ მოიტანს. მმართველი პარტია კი ოპონენტებს ქვეყნის ერვოპული ინტეგრაციის წინააღდმეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.