საქართველოს პარლამენტი „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის" ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. „ოცნების“ გუნდს ამისთვის 76-ი დეპუტატის ხმა სჭირდება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკამათო კანონის მიღება ქვეყნის იმიჯს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მმართველი პარტიისთვის კი კვლავ გაუგებარია ოპოზიციის არგუმენტები.