პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის, უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. ნეტანიაჰუმ აღნიშნა, რომ ძალას უსურვებს ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ, შაბათს პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ამ განცხადებამ ოპოზიციის ლიდერების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.