ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას სექტორში სახმელეთო მოქმედებებს ეტაპობრივად ვაფართოებთ - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას სექტორში სახმელეთო მოქმედებებს ეტაპობრივად ვაფართოებთ

2023-10-29 16:16:53+04:00

ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ვზრდით ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზას სექტორში, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს.

„სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.