მმართველი პარტია ოპონენტებს ქვეყნის ერვოპული ინტეგრაციის წინააღდმეგ მოქმედებაში სდებს ბრალს. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ოპოზიცია ბოლო თვეებში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ყველაფერი გააკეთა.