საქართველოს პარლამენტი ,,შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. ოცნების გუნდს ამისთვის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ბუნდოვანი კანონის მიღება ქვეყნის იმიჯს ევროპულ ასპარზე კიდევ უფრო მეტად აზიანებს, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ოპოზიციის არგუმენტები ისევ გაუგებარია მმართველი პარტიისთვის.