როგორ შეასრულა საქართველომ ნაკისრი 12 რეკომენდაცია - ამ კითხვას პასუხი ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაეცემა. შეფასების დოკუმენტის გასაჯაროებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციაში სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინები აქვთ. ამბობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რეფორმების გატარების ნაცვლად, ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმის გზა აირჩია, ეს კი ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციას ვერ მოუტანს.