მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. მესტიის მუნიციპალიტეტის, გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურში განახლებულ ტექნიკას ჯანდაცვის მინისტრეის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაესრწნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.