ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი ავრცელებს. მისი თქმით, თურქეთიდან მომავალი მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გადაფასების დრო დადგა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე დასავლეთია.როგორც ერდოღანმა განაცხადა, ისრაელი „პაიკია,” რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაწირავენ.