ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომის მეორე ეტაპი დაიწყო , ეს კ,ი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით, "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის მიზანია „ჰამასის“ სამხედრო და ხელმძღვანელი პოტენციალის განადგურება და ასევე, მძევლების სახლში დაბრუნება.”მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული, როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ. ისრაელის თავდაცვის ძალები კი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს.