გამოცემა The Guardian-ი დამოუკიდებელ კომისიაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ 1940 წლიდან ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 200 000-ზე მეტი ბავშვი გახდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 000-ზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვისას, 0,6%-მა განაცხადა, რომ ისინი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის ქვეშ იყვნენ სასულიერო პირების მხრიდან. ეს მაჩვენებელი ესპანეთის ზრდასრული მოსახლეობის გათვალისწინებით დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება. მოხსენების პარლამენტში წარდგენამდე, ესპანეთის ეპისკოპოსთა კონფერენციამ განაცხადა, რომ ორშაბათს გამართავს რიგგარეშე შეხვედრას, რათა აღნიშნული საკითხი განიხილოს.